თავი 4. ფუნქციების გამოყენება

დაჯგუფების ოპერაციები

ფუნქცია COUNT

ფუნქციით გამოიანგარიშება სტრიქონების საერთო რაოდენობა ან სტრიქონების რაოდენობა გარკვეული პირობების შესრულების პირობებში. COUNT(*) _ გამოიანგარიშება ცხრილში არსებული ყველა სტრიქონის მნიშვნელობა მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა სვეტები NULL მნიშვნელობას. COUNT(column) იანგარიშება სტრიქონების რაოდენობა მოცემულ სვეტში NULL მნიშვნელობის შემცველი სტრიქონების გარდა. 

გამოვიანგარიშოთ ცხრილში tbsaq_mireba სტრიქონების რაოდენობა
SELECT tbsaq_mireba.saw_nomeri AS [sawyobis nomeri], COUNT(*) AS[raodenoba]
FROM tbsaq_mireba
GROUP BY tbsaq_mireba.saw_nomeri
ORDER BY tbsaq_mireba.saw_nomeri  

შედეგი

საწყობის №        რაოდენობა
1                           5
2                           3

გამოვიანგარიშოთ ცხრილში tbsaq_mireba მხოლოდ იმ სტრიქონების რაოდენობა, რომლებიც სვეტში sez_fasi შეიცავენ მნიშვნელობას
SELECT tbsaq_mireba.saw_nomeri AS [sawyobis nomeri], COUNT(sez_fasi ) AS[raodenoba]
FROM tbsaq_mireba
GROUP BY tbsaq_mireba.saw_nomeri
ORDER BY tbsaq_mireba.saw_nomeri 

შედეგი:

საწყობის №        რაოდენობა
1                          4
2                          3
ცხრილში 8 ჩანაწერია, რომელთაგან ერთში - არ არის ჩაწერილი შეძენის ფასის მნიშვნელობა, ამიტომ ჩანაწერების საერთო რაოდენობა 7-ია.